დაკავებულ ფეხბურთელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ 11 ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ერთ ერთი დაკავებულის, რატი იმერლიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

“გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას. ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები საუბარია 4000 ან 5000 დოლარზე. საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმომცემია”, – უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს ვიდეოში, რომელიც სუს-მა გაავრცელა და სადაც ჩანს ფულის გადაცემა.

“ეს არ არის ჩვენს ეპიზოდზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის ეპიზოდზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ამ ვიდეოში და არც არანაირი ვიდეოში არ ფიგურირებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

სუს-ის ანტიკორიფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში კენდოში
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე : ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, მთავრობაც და ბანკებიც კონსტრუქციული არიან