დაკავებულ დეკანოზთან მისი უფლებადამცველები შევიდნენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 26, 2017 12:26

დაკავებულ დეკანოზთან მისი უფლებადამცველები შევიდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში მისი ადვოკატები შევიდნენ. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მსჯავრდებულ სასულიერო პირთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ.
გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის განმარტებით, დეკანოზთან შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიან დაკავებულთან გუშინ მეუფე დიმიტრის ვიზიტისაც.
„თუ აქამდე მეუფე დიმიტრი ამბობდა, რომ მე ის მჯერა, რომ დეკანოზი არავის არ კლავდა და პატრიარქს არ სჯერა, რომ არავის კლავდა, მაგრამ მაქვს სხვა საკითხებზე კითხვის ნიშნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დიალოგის შემდგომ ეს კითხვის ნიშნები უფრო ნაკლები დარჩება,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 26, 2017 12:26