დაკავებისას გარდაცვლილი პავლიაშვილის საქმე – ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფება

ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მოწმის სახით ერთ-ერთი თვითმხილველი ნოდარ შანიძე დაკითხვაზე იმყოფება.

ნოდარ შანიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

25 ოქტომბერს ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან” – ოპოზიცია 2018 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატია2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის – კაკაურიძე