დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში, 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
შემდეგი სტატია“მოქალაქეების ტოტალური კონტროლი”- მესამე სექტორი სუს-ის ახალ კანონპროექტზე