დაკავება და ხმაური მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე”

ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე”. გიორგი სილაგაძის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მასთან ერთად მოხდა მისი მეგობრის დაკავება.
კადრებში ჩანს, როგორ ითხოვს ახალგაზრდა პოლიციისგან განმარტებას, თუ რა მიზეზით აკავებენ სამართალდამცველები მას. მომხდარს არა ერთი თვითმხილველი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციამ მეტროპოლიტენში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის აიყვანა.
დაკავებულები უკვე მოინახულეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა. ისინი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.
ორივე პირის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო სავრაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღის 900-მდე აღსაზრდელი 11 ბაღში გადაანაწილეს