დაკავება ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის

სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი – 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “მხილებული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმსა და გონიოში, თავიანთ მფლობელობაში არსებულ სასტუმროებსა და ნაქირავებ ბინაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ”.

სამართალდამცველებმა სასტუმროების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში ადგილობრივებმა პოლიციაში შეჭრა სცადეს
შემდეგი სტატიაგუშინ უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი