თიანეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს და აცხადებს, რომ თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს.
„მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, უხეში სამართალდარღვევა ფიქსირდება. მე მაქვს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც აშკარად ჩანს, რომ დაკარგულია ან მოპარულია 6 ბიულეტენი. ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობას. ჩვენ გვაქვს დისბალანსი, 2 უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული და 2 უბანზე – ორ-ორი… მე მაქვს განცდა, რომ ეს ბიულეტენები იყო ჩემს სასარგებლოდ და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ამიტომაც ვითხოვ ამ 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.