დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში, დღეიდან ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვებიან

ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში, დღეიდან ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვებიან. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა წუხელ ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. როგორც დაკარგული გოგოს დედა აცხადებს, ოთხი დღეა დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

ოჯახი სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას მოითხოვდა. მოგვიანებით აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა და დაკარგულის დედას პირადად ესაუბრა.

მისი თქმით, სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და მოწმდება ყველა საეჭვო ადგილი. ​

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე დღეა 23 წლის გოგოს ეძებენ. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა