დაკარგული ძმების ძებნა მტკვარზე დღეს განახლდება – ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა

მტკვარზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდება. მაშველები დაკარგულ ძმებს უკვე მეორე დღეა ეძებენ. წმინდა ბარბარეს უბნიდან გაუჩინარებული ძმებიდან ერთი 20-ის, მეორე კი 25 წლის არის. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს. თითქმის 6 საათიანი სამძებრო სამუშაოები გუშინ უშედეგოდ დასრულდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.

“მივედი იქ და მაშველებით იყო სავსე ის ტერიტორია, ეძებდნენ პატარა მონაკვეთში,”-აცხადებს დაკარგული ძმების მამა, ედუარდ შატვაროვი.

მაშველების მუშაობას უარყოფითად აფასებს დაკარგული ძმების ოჯახის ახლობელიც. მისი თქმით წყალში მხოლოდ რამდენიმე მაშველი იმყოფებოდა და დანარცენები პროცესს ზევიდან აკვირდებოდნენ.

“თავიდან რომ ჩავიდნენ მაშინ არ იყო ძლიერ ნაკადი და მე რე უკვე წყალმა გადააგდო ნაკადთან და მერე იქიდან გაიყოლა წყალმა. 20 მაშველი იყო იქ, 2 მაშველი მარტო წყალში იყო, 15 მაშველი ზევიდან იყო და უყურებდნენ. 5 საათი ერთი და იგივე ნაპირზე დადიოდნენ, როცა სხვაგან უნდა მოეძებნათ,”-აცხადებს შატვაროვების ოჯახის ახლობელი, თამუნა თანდილაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტიქია ფოთში – დატბორილი სახლები და ეზოები, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატია“სინოდს ურჩევნია დეკანოზს მოუსმინონ, ვიდრე რაღაც-რაღაცეებზე იმსჯელონ,” – მამა გიორგი მამალაძეს შესაძლოა, დეკანოზის წოდება ჩამოართვან