დაკარგული 16 წლის გოგონა ბორჯომში იპოვეს

თბილისში დაკარგული 16 წლის გოგონა ბორჯომში იპოვეს, – აღნიშნული ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გოგონა ბორჯომის საავადმყოფოში იმყოფება. მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა თავს შეუძლოდ გრძნობს.

16 წლის გოგონას ახლობლები და სამართალდამცავები გუშინდელიდან მოყოლებული ეძებდნენ. გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,როგორც აგდებულ ქვას ვერავინ გააჩერებს, ისე ”ქართული ოცნების” წაგებას ვერავინ შეაჩერებს”
შემდეგი სტატიაბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან დასაცავ აბებს დაურიგებენ