დაჯგუფება „თალიბანში“ აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურს

დაჯგუფება „თალიბანს“ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურს. ამის შესახებ განცხადება ავღანეთის ე.წ. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთს დააინტერესებს რომელიმე ავღანური პროდუქცია და მზად იქნება, ის ენერგორესურსებში გადაცვალოს.

„თალიბანის“ წარმომადგენელები მოსკოვში მოსალაპარაკებლად 14 აგვისტოს ჩავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება – სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს, ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს