დაიწვა თუ რამე გაგვაჩნდა

ცაბაძის ქუჩაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე მაღაზიები აქვთ. მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, გადაურჩა თუ არა მათი საქონელი ხანძარს. დაზარალებულებმა რამდენჯერმე სცადეს ცეცხლმოკიდებულ შენობაში შესვლა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
დაზარალებულთა უმეტესობა ამბობს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ და თუ მათი მაღაზიები დაიწვა, ზარალი 20 000 ლარზე მეტი იქნება.

ზარალი ძალიან დიდია. საბითუმოა. აქ ყველას დიდი თანხები აქვს ჩადებული. ყველას იჯარა აქვს, მეპატრონე არის მუხრან ბაგრატიონი. ბაგრატიონი აქ შემხვდა და ვნახეთ. გვითხრა ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნებაო. რა იქნება კარგად?. დაიწვა თუ რამე გაგვაჩნდა. სახლში კაპიკებით ვართ ყველა წასული. ფულსაც აქ ვინახავდით, საქონელსაც აქვ ვინახავდით და ყველაფერი აქ გვქონდა. გვეგონა რომ დაცულები ვიყავით და თურმე არ ვიყავით.

დაცვამ რომ შეამჩნია რომ შუქი გაითიშა, ესეიგი რაღაც შეფერხებაა, რატომ არ შეიმოიარეს, რატომ არ შეამოწმეს. ჯერ გაითიშა დენი, მერე კვამლი ამოვიდა და ასე. რა უნდა ვითხოვოთ, სხვა ბაზრობები რომ დაიწვა ვის რა მისცეს. წანწალის და სიარულის გარდა გამორჩა ვინმე რამეს? ერთადერთი ის მაინტერესებს, მომდევნო ბაზრობა რომელი დარჩა რომ დაწვან კიდევ.

ხანძარი და ძაბვა როდესაც ძლიერია დატვირთვა მაშინ ხდება. მთელი დღე ყველა ნათურა რომ ანთია, მაცივრები ჩართულია, მაშინ უნდა გაჩნდეს ხანძარი. ყველაფერი რომ გამორთულია მაშინ რატომ უნდა გაჩნდეს ხანძარი დენისგან ან სხვა რამისგან გეკითხებით,”-განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრე, მარინა ჩუბინიძემ.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, “თერგის” ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 26 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ბიძინე უკვე წარსულია
შემდეგი სტატიაცაბაძის ქუჩაზე ხანძრის პატარა კერები რჩება და ალბათ რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლოკალიზებული