დაიწვა ავტომობილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით.

სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, ეს არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, ორი-სამი წლის ბავშვების ადგილი ციხეში არ არის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის შტაბი – ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა