10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

დაიწყება თუ არა ჰააგაში “ოცნების” წინააღმდეგ გამოძიება – იურისტის გამოხმაურება ეუთოს ანგარიშზე

იურისტი საბა ბრაჭველი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება.

“მოსკოვის მექანიზმი ეუთოს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანის უფლებების სფეროში. სულ რამდენჯერმეა გამოყენებული იმ წევრი ქვეყნების მიმართ, სადაც ომი ან მასობრივი არეულობა არ მიმდინარეობდა. მექანიზმი ამუშავებისთვის სახელმწიფოს ნებაც კი არ არის აუცილებელი და ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტებს იყენებენ ანგარიშის მოსამზადებლად.

მოსკოვის მექანიზმი საქართველოს მიმართ 23-მა ქვეყანამ ერთდროულად აამოქმედა. ექსპერტების ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რეკომენდაციები კი ყველა იმ საკითხს შეეხება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წელიწადზე მეტია, ითხოვს: არჩევნების გაყალბების შესწავლის, კანონების გაუქმების, წამებების გამოძიების, უამრავი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, უსამართლო დაკავებებისა და მსჯავრდებების შეწყვეტის და ა.შ. შესახებ.

თუმცა ანგარიში მხოლოდ კობახიძის მთავრობის კეთილ ნებას არ ენდობა და საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მაგალითად ისინი, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) და ტარგეტირებული სანქციები.

ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი (მით უფრო, ამხელა წონის მქონე), მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (აი, ჰააგას რომ ვუწოდებთ, იმას).

ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო, – წერს ბრაჭველი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შევაჩერო ბოროტების იმპერია ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან
შემდეგი სტატიასაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ითხოვს