“”დაიშლება აქცია თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ სამართალდამცავებს საკანონმდებლო ორგანო იმიტომ, აქვთ გადაკეტილი, რომ ცეცხლის დანთება და პიკეტირება არ მოხდეს.

“დაიშლება აქცია თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელს ქალაქს, რა უნდა ვქნათ, სახლში უნდა წავიდეთ? ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს. შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ ხალხს, არ არის ეს კარგი, ცუდია. ჩვენ ვუთხარით გენერატორებზე, შემოიტანეთ, მოგეხმარებით, დენის გამათბობლებზეც ვუთხარით, მაგრამ არა შეშები და ბოჭკები. მათ უნდათ ჭიდაობა” – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა პარლამენტთან ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს