„დაინგრეს სისტემა“ – ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან

„დაინგრეს სისტემა“ – ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა, სკოლის მოსწავლეებმა და პოლიტიკური პარტიების წევრებმა ზუგდიდი ცენტრალური ბულვარიდან აქცია-მსვლელობა გამართეს.

სოლიდარობის აქციას რამდენიმე წუთის წინ შვილმკვდარი დედები შემოუერთდნენ. მოკლულების ოჯახები მათი შვილების გამოუძიებელ საქმეებს აპროტესტებნენ და სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძის ოჯახს.

სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და მსვლელობით ისევ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ვითარების განმუხტვას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეძლებს
შემდეგი სტატიაგენერალი გოგი თათუხაშვილი განცხადებას ავრცელებს