Daimler-მა არ იცის, კიმ ჩენ ინს საიდან ყავს მისი ლიმუზინი

გერმანულმა ავტოკონცერნმა Daimler, რომელიც ბრონირებულ ლიმუზინებს აკეთებს, განაცხადა, რომ არ იცის, საიდან ყავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მისი მანქანა და რომ კომპანიას ჩრდილოეთ კორეაში საქმე არა აქვს. “საერთოდ არ ვიცით რანაირად აღმოჩნდა ეს მანქანა ჩრდილოეთ კორეაში. Daimler-ისთვის კანონის შესაბამისი ექსპორტი სამეწარმეო საქმიანობის პასუხისმგებლობის ფუნდამენტალური პრიციპია” – ავტოკონცერნის წარმომადგენელმა 26 აპრილს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
ჩრდილოეთ კორეისთვის ფუფუნების საგნების, მათ შორის, ლიმუზინების მიყიდვა გაეროს სანქციით აკრძალულია, რომ ფხენიანი აიძულონ ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვას.
თუმცა, კიმ ჩენ ინმა თავისი ლიმუზინით ბევრი გააოცა.

banner
წინა სტატიაშისარაკეტო ქარხანაში ხანძარმა 20 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა