DailyMail: შესაძლოა, პარიზში, მაკრონის შუამავლობით, ზურაბიშვილისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართოს

ბრიტანული ტაბლოიდის, DailyMail-ის ცნობით, შესაძლოა, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართოს.

მედია წერს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე შედგება.

პარიზში მსოფლიოს არაერთი ლიდერი იმყოფება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკვე შეხვდა ზურაბიშვილს.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ “უკრაინა კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში”

banner
წინა სტატიაშითამო კეშელავა: სილა აღარსადაა და არც შენ ხარ სირაქლემა, დღეს სიჩუმეც მხარეა
შემდეგი სტატიაშავფორმიანებმა კობა ხაბაზს და კიდევ რამდენიმე ადამიანს სცემეს