14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

დაილუქა 100 კგ. თევზი – სეს-მა საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.

“ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსბამობები – ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.
აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიაზარტული თამაშების კომპანიებისთვის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
შემდეგი სტატია16 აპრილის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება