დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი-ნიკა გვარამია

“ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი.
ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.
არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…
ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!
ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!”,-წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, “ოცნების” მიერ, მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე.

banner
წინა სტატიაშივანო წერეთელი: “თავიდან გადამალავენ ტექსტებს, მნიშვნელოვან მომენტებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ცოდნა გაქრება”
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა