“დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

«დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს და თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” სახელით წარდგენილ კანდიდატებს ენმ-სთან კავშირის დასადასტურებლად, პარტიის წევრის მოწმობას აქვეყნებს, რომელიც 2013 წლით თარიღდება და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს. პრესკონფერნციის კულმინიცა გახდა ქალაქ ზუგდიდის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწმობის წარდგენა. მანდატს, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს. ლაშა გოგიას მოწმობაში ასევე მითითებულია უსაფრთხოების თანამაშრომელი.

 

მაშ ასე: 1.ჯანაშია ირაკლი – ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; 2. ებრალიძე პაატა – ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; მოქმედი გამგებლები: 1.ფაჟავა ზურაბ – ახალსოფლის გამგებელი; 2.შელია რევაზ – ახალკახათის გამგებელი; 3.პერტაია ვალერი – ორულის გამგებელი; 4.ნინუა ბადრი – ურთის გამგებელი; 5.ჩახაია კობა – კახათის გამგებელი;

 

 

“საზოგადოებამ იცის, რომ მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან არის ლაშა გოგია. ის ყველა საჯარო გამოსვლაში უმტკიცებს საზოგადოებას და ამის დასტური იყო ტვ “პირველის” ეთერში გამართული დებატები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ლევან კონჯარიას უთხრა, რომ მე არასოდეს არ ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრიო. აი მანდატი! ლაშა გოგიას მანდატი, ოღონდ ეს მანდატი არის ამოწურული 2006 წელს. ახლა კი მივმართავ ლაშა გოგიას: სად არის ახალი მანდატი, რომელიც შენ აიღე, “გულის ჯიბაში” ხო გაქვს? კარგად შეინახე, ვინმემ არ მოგპაროს! ასევე ნიშანდობლივია, რომ პარტიულ მანდატს აწერია “უსაფრთხოების სამსახური”. ლაშა გოგია დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” უსაფრთხოების თანამშრომელია. “ქართული ოცნება” გამარჯვების ხუთი წლის თავს ხვდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით. დღემდე “ნაციონალური მოძრაობის” მანდატებით ხელში, “ქართული ოცნება” ხალხს უმტკიცებს, რომ ის თითქოს “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძვის. ეს არ არის კოჰაბიტაცია. ეს არის სრული უნისონი…… ახლა კი მინდა მივმართო ხელისუფლებას, პრემიერ კვირიკაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის არის ნომინალური ფიგურა და არა მგონია ღირდეს მას მივმართო. მე მინდა მივმართო მთავარ ფიგურას დღეს – კახი კალაძეს, რომელიც არის მთავარი “გადამპორტირებელი”.

გიხაროდენ!!!

ბატონო კახა! შენ მოკალი “ქართული ოცნების” იდეა! ბატონო კახა, შენ წაართვი ადამინებს იმედი და ოცნება, რომ იცხოვრებდნენ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში! ბატონო კახა, შენ ათასი ჯურის არაკაცის და ნაძირალას თავშესაფრად და ნავსაყუდელად აქციე “ქართული ოცნება”! ბატონო კახა, შენ ადგილობრივი ბანდიტების და წამლის ბარიგების, შონიების და კოდუების, მეოხებით მიწასთან გაასწორე და შეარყიე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი სამგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში. გეკითხებით ბატონო კახა! რა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “ოცნებიდან?!”. ესენი?! ბატონო კახა, იცოდეთ ერთი რამ – თქვენ ვერ მიიღებთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, როგორც თქენ ბრძანებთ. თქვენ მიიღებთ “ნაცებით” სავსე “ქართულ ოცნებას”, რის გამოც აგებთ პასუხს. ყველა ხედავს ბატონო კახა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებაც კი  გეხამუშებათ. ამ მანდატებს გიგზავნით ფოსტით. თქვენ მალე თბილისის მერი იქნებით, როგორც უმტკიცებთ საზოგადოებას. პირველივე ტურში იქნებ გამოგადგეთ ეს მანდატები და ეს ადამიანები, ზუგდიდიან თბილისში წაიყვანეთ და თავიანთი მანდატებით იქ თქვენთან მაღალ თანამდებობაზე დანიშნეთ” – აცხადებს დაიცავი საქართველოს ლიდერი კახა მიქაია საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიუეფას სტანდარტების “შესაბამის” სტადიონის სათამაშო მოედანს ბეტონის გალავანი შემოარტყეს (ფოტოები)
შემდეგი სტატიანიკოლოზ მჟავანაძე: სოროსის ფონდი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს