,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომელიც კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით არსებობს.

“პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესი – ეს ორი საკითხი ძალიან პრობლემურია. თუ ჩვენ ამ კონსტიტუციას მივიღებთ, საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი მთავრდება და ივანიშვილის ოჯახურ-კლანური მმართველობა მყარდება, სანამ გლობალური კატაკლიზმა არ მოხდება. ბუნებრივია, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია და ჩვენ, საზოგადოების მობილიზებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებით, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს კონსტიტუცია არ გავატანინოთ”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძის დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შეთანხმება გაფორმდა