“დაიცავი კონსტიტუცია” საპროტესტო აქციებს გამართავს

მოძრაობა ”დაიცავი კონსტიტუციის” წევრები არ გამორიცხავენ ქვეყნის ძირითადი კანონის დასაცავად საპროტესტო აქციების გზას მიმართონ. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადეს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გასწორდეს. შეხვედრის მონაწილეების უკმაყოფილებას გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო ბლოკების შექმნის შეზღუდვა იწვევს.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ”დაიცავი კონსტიტუცია” უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზეც გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა ნაცემია
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კიდევ ათ ქალაქში გაიმართება