10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“დაიცავი განათლება”- თბილისში 9 მარტს აქცია ჩაინიშნა

საუნივერსიტეტო საზოგადოება განათლების რეფორმისა და დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 „ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, შევიკრიბეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს. ამდენად, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ განათლება და შევუერთდეთ 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას” – ნათქვამია განცხადებაში.

საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნობით, საპროტესტო მსვლელობა დაიწყება 9 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან, გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და დასრულდება განათლების სამინისტროსთან.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თუ ეს ასეა მივესალმები, ის რომ ოკუპანტებმა თავისუფლად ვერ იმოქმედონ აფხაზეთში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება
შემდეგი სტატიაისრაელის საელჩო: მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს