9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

,,დაიცავი განათლება!”- 24 იანვარს ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

“დაიცავი განათლება!” – 24 იანვარს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარალამენტამდე მსვლელობა გაიმართება. მარში სოციალურ ქსელში დაანონსდა.

ორგანიზატორები მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ,,უნივერსიტეტებს არ უნდა აკონტროლებდეს პარტია”.
“24 იანვარი, განათლების საერთაშორისო დღეა!
საქართველოს სჭირდება განათლებული მოქალაქეები. ჩვენ უარს ვამბობთ: განათლების ხარისხის გაუარესებაზე. უნივერსიტეტებს არ უნდა აკონტროლებდეს პარტია. უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა – არ არის რეფორმა, ეს არის საფრთხე!
ვერ დავუშვებთ:
უნივერსიტეტების დამორჩილებას;
პროფესორებისა და სტუდენტების შევიწროებას;
ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის გადახრას.
გამოდი მარშზე – ერთად დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება განათლებაზე, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი!
საქართველოს განათლებული, მცოდნე მოქალაქეები სჭირდება. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივაღწიოთ განვითარებას, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი კულტურა, შევქმნათ ღირსეული მომავალი. „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ინიცირებული “რეფორმა” კი საფრთხეს უქმნის ჩვენი განათლების ხარისხს. ჩვენ არ გვსურს განათლებაში დაბრუნდეს ნეპოტიზმი და კორუფცია.
ბაკალავრიატის 3 წლამდე, მაგისტრატურის 1 წლამდე, ხოლო სასკოლო განათლების 11 წლამდე შემცირება ქართულ განათლებას ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს მნიშვნელოვნად დააშორებს.
“ქართული ოცნების” რეჟიმი გვპირდება სტუდენტების რაოდენობის შემცირებას, პოლიტიკურ კონტროლს უნივერსიტეტებზე, პროფესორების და ლექტორების რაოდენობის განახევრებას”.

banner
წინა სტატიაში„როიტერის” ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ–მინისტრი მიმდინარე კვირის ბოლოს ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს
შემდეგი სტატიავოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ,,მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”