დაიბომბა საველე ჰოსპიტალი… არიან დაღუპულები და დაჭრილები… მთლიანად დაინგრა საოპერაციო – ყუფარაშვილი

“დაიბომბა საველე ჰოსპიტალი… არიან დაღუპულები და დაჭრილები… მთლიანად დაინგრა საოპერაციო” – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი ყუფარაშვილი “მთავარ არხთან” საუბრობს.

“წუხანდელი ღამიდან, ფაქტობრივად ღამე მოხდა, მიმდინარეობდა საავიაციო დაბომბვა კონკრეტულად ერთ-ერთ პუნქტზე, სადაც იყო განთავსებული მიწისქვეშა საველე ჰოსპიტალი სადაც იმყოფებოდნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები და დაჭრილები. და მოხდა ამ შენობის მიზანმიმართული დაბომბვა. ჩამოინგრა და შემდეგ უკვე გემებიდან ხდებოდა ბოლომდე დამუშავება ამ ჰოსპიტალის. ათეულამდე დაღუპულია და არიან ახალი დაჭრილებიც და საოპერაციო რაც იყო იქ განთავსებული შიგნით, მთლიანად დაინგრა” – ამბობს ყუფარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიავიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა – ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე