“დაგვიბრუნეთ მამა, ნუ დაგვაობლებთ” – დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსთან მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ საპატრიარქომ პატიმარი დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართოს.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე გადაწყვტილება მიღებული ჰქონდა. მათი თქმით, ამ თემაზე ეპისკოპოსები პატრიარქს შეხვდნენ. დეკანოზ მამალაძის ოჯახის განმარტებით, მოგვიანებით, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩარევით მათ გადაწყვტილება შეცვალეს და პატიმარი მამალაძის შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილს აღარ მიმართეს.

მამა გიორგი მამალაძის შვილებმა საპატრიარქოსთან მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერებით: “დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ”.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის და ზოგი მოდის