დაგვიანებული პატრიოტიზმია, თუ უნდათ ქართველ ხალხს დაეხმარონ, ჯობია გაჩერდნენ – პაპუაშვილი NGO-ებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტის თავმჯდომარე აკრიტიკებს. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს განცხადებაზე, რომელსაც 169 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და რომელიც დღეს ევროკავშირის ელჩს გადაეცა.

“ეს ელიტური ენჯეობი რომლებიც ინიციატორები არიან განცხადების, ვნახეთ ჩვენ ფოტოზე ვინც იყვნენ იქ მისულები და ისინი არიან ასე ვთქვათ აქტივისები ამ განცხადების. ესენი არიან ვინც ზეწოლას ახდენდნენ პარლამენტის წევრებზე, რომ ჩაშლილიყო რეკომენდაციების შესრულება, ესენი არიან ისინი, რომლებიც მაშინ როდესაც 3 რეკომენდაცია ჯერ კიდევ ივნისში განხორციელებულად ჩათვალა ევროკომისიამ ამბობდნენ რომ მხოლოდ ერთია განხორციელებული და აკლებდნენ ქულებს საკუთარ ქვეყანას. დღესაც ამ განცხადებაში ვნახეთ ცალყბად ნათქვამი, რომ ობიექტურ შეფასებას ითხოვენ, ესეც ხომ ეს არის ნაგულისხმები, რომ ისინი კვლავ რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ იმსახურებს ობიექტურად თუ შევაფასებთ ეს არის სწორედ პათოსი ამ განცხადების, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც უნდა მიეცეს.

დაგვიანებული პატრიოტიზმია და ერთ რამეს ვურჩევდი მათ, რომ აცადონ ქართველ ხალხს, თუკი უნდათ, რომ რამენაირად დაეხმარონ, ჯობია, რომ გაჩერდნენ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად არ დააზიანონ პროცესი”, – თქვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზბიგნევ რაუ – საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – სინოდის სხდომა ჩაატარა პატრიარქმა, გადადგომაზე საუბარი უხერხულია და მასზე შეტევაა, არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს