“დაგვიანებული, არასწორი და დისკრიმინაციული”-ოპოზიცია 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობო გახსნაზე

დაგვიანებული, არასწორი და დისკრიმინაციული – ასე აფასებენ ოპოზიციაში მთავრობის მხრიდან 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილებას.

„ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. უამრავ ადამიანს და ბიზნესს მიადგა სერიოზული ზარალი ამ გაურკვევლობის და იმის გამო, რომ ბოლო დღეებში და კვირეებში, მთავრობამ შექმნა მოლოდინი, რომ საერთოდ არ გაიხსნებოდა ფრენები. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებისთვისაც გახსნილი გვაქვს ჩვენ საზღვარი კარანტინის გარეშე. რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? სრულიად გაუგებარია ეს გადაწყვეტილება და მთავრობას მოვუწოდებ, ახლავე შეცვალონ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას
შემდეგი სტატიაგონივრული ეჭვი მაქვს, რომ ვირუსის მხარეს არიან – იონათამიშვილი ოპოზიციაზე