დაგროვებითი პენსია- საკითხს რამდენიმე კომიტეტში განიხილავენ

პარლამენტში დღეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება. საკითხს ერთდროულად რამდენიმე კომიტეტში განიხილავენ. რეფორმაში არსებული კორუფციის საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიცია.
„ეს რეფორმა არის მოტყუება დღევანდელი პენსიონერებისაც და მომავალი პენსიონერებისაც. იმიტომ, რომ არანაირი რეალური დანაზოგი, რომ უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი პენსიით, ამ საპენსიო სქემიდან არ გამოვა. ეს გაზრდის უმუშევრობას ახალგაზრდებში და მათთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კანონპროექტს მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობა”
„ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს, ვინაიდან ის შეიცავს დიდ რისკებს. ზრდის საგადასახადო ტვირთს, გარდა ამისა იმდენად მწირია დანაზოგები, რომ მისი რეალური შედეგი 20 ან 40 წლის შემდეგ, რაც არის ნავარაუდევი იქნება ძალიან მცირე,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა გამოცდა უნდა იყოს ანონიმური – ანა დოლიძე ცვლილებებს ითხოვს
შემდეგი სტატიადღეს “ქართულმა ოცნებამ” არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი უნდა წარადგინოს