დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იწყება

parlamenti

დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იწყება. საკითხის განხილვა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იგეგმება.
მთავრობის ინიციატივას კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, გარანტია, რომ ფული შეინახება არ არსებობს.
,,ეს სქემა აგებულია იმ დაშვებით, რომ ამ პერიოდში ლარი არ გაუფასურდება, ქვეყანაში ინფლაცია არ იქნება, დაგროვებული ფული გაიზრდება და ა.შ., რომლის გარანტიასაც დღეს ვერავინ მისცემს,“-აცხადებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება
შემდეგი სტატიაკობახიძე კალაძეს ხვდება