დაგორებულმა სატვირთომ ჭიათურაში 4 წლის ბავშვი იმსხვერპლა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ჭიათურაში მომხდარ შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაგორებული სატვირთო ავტომანქანა ორ ბავშვს დაეჯახა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიე.წ კანონიერი ქურდი ავთანდილ ზუგდიდსკი დაკავებულია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და “სელფს” აქვეყნებს