12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა – აშშ ზამთრის შტორმის წინაშე

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები, სხვა მიზეზებთან ერთად, გამოწვეულია ჰიპოთერმიით, ნახშირჟანგით მოწამვლით და ავტომობილებთან, ციგებსა და თოვლის საწმენდ მანქანებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებით.

გადაუდებელი დახმარების სამსახურები ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობას აგრძელებენ.

მხოლოდ მისისიპის შტატში ელექტროენერგიის გარეშე 95 000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. ამასთან, ელექტროენერგია 93 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ტენესის შტატში.

სინოპტიკოსები შაბათ-კვირას უკიდურესად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობაა” – ფავლენიშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე
შემდეგი სტატია“უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: “ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო” – პაპუაშვილი ქიმიური იარაღის საქმეზე