დაღუპულია სულ მცირე 60-მდე რუსი სამხედრო

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაარტყა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე პოდო-კალინოვკას მახლობლად მდებარე სასწავლო პოლიგონს. დაღუპულია სულ მცირე 60-მდე რუსი სამხედრო, რომლებიც იქ წვრთნას გადიოდნენ.

“ვიდეოდან ჩანს, რომ თავდასხმის ჯგუფები ვარჯიშობდნენ, ისინი ცდილობდნენ შეემუშავებინათ თავიანთი ქმედებების თანმიმდევრულობა და ჩვენ დავადგინეთ ეს. სამუშაო შესრულდა ეფექტურად, მინიმუმ 60-მდე დამპყრობელი ნამდვილად არ დაბრუნდება საბრძოლო პოზიციებზე და ჩვენ კვლავ ვამოწმებთ დანარჩენ მონაცემებს”, – თქვა გუმენიუკმა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო
შემდეგი სტატიაირმა ზავრადაშვილი: ბატონო შალვა, მე თქვენით ამაყი ვარ