9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

დაღუპულია სამი ადამიანი – ძლიერი ყინვა ლიეტუვაში

ძლიერი ყინვის შედეგად ლიეტუვაში სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ასევე, ძლიერი ყინვის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაშავებული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ლიეტუვაში, ხოლო ძლიერმა ყინვებმა ქვეყნის დიდი ნაწილი მოიცვა.

ლიეტუვაში ძლიერი სიცივის გამო 2-3 თებერვალს ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მაღალჩინოსნების განცხადებით, ასევე, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, შესაძლოა აბას არაღჩის თურქეთში შეხვდეს
შემდეგი სტატიაგრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს