დაღუპული იუნკერების ხსოვნას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა პატივი მიაგეს

დაღუპული იუნკერების პატივსაცემად კოჯორი-ტაბახმელას გზაზე, სადაც ახალაგზრდები საბჭოთა ჯარს დაუპირისპირდნენ, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იკრიბებიან.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

“იმ გმირებმა, ვინც 95 წლის წინ იცავდა საქართველოს თავისუფლებას, ქართული სახელმწიფო დღემდე მოგვიტანეს. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, ბრძოლა დღესაც გრძელდება, ჩვენი ვალი და ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთო იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლება, ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნის თავისუფლების დაცვა აუცილებელია.

“ჩვენი თაობის ვალია, მივაღწიოთ იმ მიზანს, რისთვისაც იბრძოდნენ და თავს წირავდნენ ქართველი ჯარისკაცები, ოფიცრები და უბრალო მოქალაქეები 1921 წლის თებერვალ-მარტში. ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, წარმატებული, ევროპული საქართველო და არ მოვცეთ სხვადასხვა მოღალატეს, კოლაბორაციონისტს, კომუნისტური პარტიის გადმონაშთს, რომელთა ნაწილიც დღეს ხელისუფლებაშია, რომ ხორცი შეასხან თავიანთ შავ-ბნელ ზრახვებს,”- განაცხადა კანდელაკმა.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის მსუბუქი მრეწველობის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა