,,დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი…გულგატეხილი ვარ”

„დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი,“ – ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ კითხვები, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისგან მოისმინა, უინტერესოა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო, გულგატეხილია.

„რეალურად თქვენ ყველა, ჩვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, როდესაც საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ,. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხარისხის სტანდარტს მარტო ჩვენ კი არ ვადგენთ, თქვენც ადგენთ და თქვენი პასუხისმგებლობის დონე ამ ნაწილში, იმიტომ, რომ აქ მაკონტროლებელი ორგანო და მომთხოვნი ხართ თქვენ, უკიდურესად გულგატეხილი ვარ იმით, რაც დღეს აქ მოვისმინე. აბსოლუტურად უშინაარსო ეს არის საპარლამენტო დემოკრატიის და ზედამხედველობის დისკრედიტაცია,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,პროვოკაციულ კითხვაზე, როგორ ვაპირებთ პანკისის ჩიხიდან გამოსვლას, გიპასუხებთ, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ”