დაღესტნის პარალელურად სროლა იყო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე

გარვცელებული ცნობებით, დაღესტანში განვითარებული მოვლენების პარალელურად სროლა იყო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუს საგუშაგოსთან.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ვრცელდება ცნობები, რომ სროლა იყო აფხაზეთის ერთ-ერთ რაიონშიც.

რაც შეეხება დაღესტანს, შეიარაღებულმა პირებმა სინაგოგას, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 პოლიციელია. დაჭრილია 13 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიამოკლულია 6 და დაჭრილია 12 პოლიციელი-ვითარება დაღესტანში