დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა

დაღესტანში მდებარე აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ.

თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პროპალესტინელები შევიდნენ აეროპორტის ტერმინალში მას შემდეგ, რაც შეიტყვეს ისრელიდან დაგეგმილი ფრენის შესახებ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას”.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება