21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან- მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან.

მინისტრის განცხადებით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, შედგა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრებთან”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ წლის დასაწყისიდან 350,000 რუსული დრონი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, ივანიშვილის გუნება-განწყობაზე და მჩხიბაობაზე ვართ დამოკიდებული