დაგეგმილ რომი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რომის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დაგეგმილ რომი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება.

 

„დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები რომის რეისისთვის. დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება. ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინა