დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში მონაწილეობას ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იღებენ . აქციის მთავარი ლოზუნგია – ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.
აქციას მონიტორინგს გაუწევენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.დგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კანცელარიასთან მისასვლელი თითქმის ყველა ქუჩა გადაკეტილია.
ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2014 წელს კი საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა. დღეს დილიდან საქართველოს საპტრიარქოსა და „დავითიანნის“ ორგანიზებით თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია – მსვლელობა იმართება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ლგბტ თემის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებით გაიყვანა