“დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება”- ისლამური ხალიფატის მუქარა საქართველოს

IslamGeorgias ვებ-გვერდზე სამუფთოს ყოფილი იმამის მურმან პაიჭაძის სახელით მუქარის შემცველი შინაარსის წერილი გამოქვეყნდა.

“დიდება ალლაჰს სამყაროსა და მასში არსებული ყველაფერის გამჩენს და განკითხვის დღის განმკითხველს, რომ დღეს ამ ხნის კაცს, მე 56-წლის კაცი აქ ჩვენს მუსლიმების საოცნებო ისლამურ ხალიფატში მომიყვანა.

მე მთელი ათი წელი სამუფთოს იმამი ვიყავი და მეგონა რომ ისლამურ გარემოში ვცხოვრობდი, მაგრამ როდესაც ვხედავდი ხოჯები ჯიპებით დადიოდნენ, ვიღაც თურქების მოგონილ მევლუდს კითხულობდნენ და მსგავს ბიდათებს, რაც ისლამში არაა და სულ ამას ვუმტკიცებდი, რომ ეგ არ იყო სწორი გზა. დიდება ალლაჰს, რომ იმ ჭაობიდან ამომიყვანა და დღეს აქ ვარ ისლამურ ხალიფატში, რომელიც მუსლიმანთა ბედნიერების, თავისუფლების, მშვიდობის, და ერთიანობის სახელმწიფოა, სადაც ასამდე ეროვნების და ენის ხალხია ერთ მუშტად შეკრული და ნამდვილი ისლამური ძმობაა.

მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს 73 ქვეყანა გვბომბავს და გვეომება, აქ ამხელა ქალაქებში რომ დავდივარ სრული სიმშვიდეა, მუშაობს სკოლები, ბაზრები, საწარმოები, საავადმყოფოები, მიდის ახალი მშენებლობები, იგება ახალი გზები, გაოცებული დავრჩი როდესაც გავიგე რომ ხალიფატში დენი, წყალი, მკურნალობა და სხვა კომუნალური მომსახურებები უფასოა, სხვა ქვეყნებში და ასევე საქართველოში კი გადასახადები ხალხს ახრჩობს.

ჩემო ხალხო თუ გინდათ ალლაჰის წინაშე მართალი წარსდგეთ განკითხვის დღეს და თან ამ დუნიაზე იცხოვროთ მშვიდად და ყველანაირად მოწესრიგებული, მაშინ გადმოსახლდით აქ!!!

ხოჯებო თქვენ!! რა გჭირან როდის უნდა გამოფხიზლდეთ ხომ დაინახეთ მაგ ქააფირმა ჯვაროსნებმა რამდენჯერ გაგამასხარავეს, რამდენი პრობლემები შეუქმნეს მუსლიმებს, ეგ უკვე მოთმინება კიარა ქააფირებზე მორჩილებაა. გამოსწორდით და იყავით ალლაჰის მორჩილები და უშიშარები.

ჩემო მუსლიმანებო, თქვენ სულ წუწუნებთ ამ დუნიის პრობლემებზე და მთა-ბარის საქმეებში გართულები ნამაზს არ ასრულებთ და ალლაჰის წინაშე თაყვანისცემისათვის დროს არ იტოვებთ, გგონიათ რომ თქვენს ხელში არის რამე მაგრამ სცდებით, ყველაფერი ალლაჰის ნებაა.

ხომ ხედავთ ამხნის კაცი წამოვედი ალლაჰის ნაბრძანებ ჯიჰადში, ეს ძნელი საქმე არაა, თქვენ რომ ფიქრობთ ოჯახზე და არ ფიქრობთ განკითხვის დღეზე, ოჯახი, და ყველაფერი მეც მაქვს და დავტოვე რადგან ალლაჰის წინაშე ქონება და სახელი კიარა თაყვანისცემაა გამოსადეგი.

რაღას უყურებთ ხედავთ რომ ამხელა მსოფლიოში რა ამბებია და ისლამური სახლემწიფო როგორ ფართოვდება, ძლიერდება და მთელი მსოფლიოს მუსლიმანები აქ მოდიან, ეს ჩვენი ქვეყანაა და როგორც ადრე ინშაალლაჰ საქართველოშიც მოაღწევს.

თქვენ ურწმუნოებო! რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნებიდან ?

საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება.

ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები”- წერს აბუ ასია ალ-ჯუეჯი (მურმან პაიჭაძე).

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი იქადნება- გამოასახლებენ თუ არა სასახლიდან პრეზიდენტს ძალით?
შემდეგი სტატია„ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია გამართა