“დაელოდეთ მეტ სანქციას” – უილიამ კორტნი “ოცნებას” აფრთხილებს

დაელოდეთ მეტ სანქციას – ამერიკის ყოფილი ელჩი “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვუილიამ კორტნი გადაჭრით ამბობს, რომ თუ ივანიშვილის გუნდი ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარეებს, გამკაცრებულ შავ სიაში გაცილებით მეტი ადამიანი მოხვდება.

სანქციების საკითხი არ არის იმის შესახებ, ვინ მეგობარია და ვინ არა. ეს ეხება იმას, დგამს თუ არა ქვეყანა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ხალხის ინტერესებს. თუ საქართველო განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას, მაშინ მეტ სანქციას უნდა ელოდოს. თუკი ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება, ეს იქნება როგორც ევროპული ქვეყნების, ისე ამერიკისთვის იმის ნიშანი, რომ უფრო მკაცრი სანქციები იქნება შემოთავაზებული. დავაკვირდეთ რა მოხდება საქართველოში. მიჰყვება ის რუსეთის კურსს უფრო და უფრო ავტორიტარული კუთხით, მაშინ მთავარი საკითხი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. თუკი ამ არჩევნებს მოიპარავენ ან ის შესამჩნევად, დრამატულად გაყალბდება, ამან შეიძლება მეტი არეულობა გამოიწვიოს, – ამბობს კორტნი.

banner
წინა სტატიაშიეს (რუსული) კანონი უნდა გაუქმდეს – სტივ კოენი
შემდეგი სტატიაეს ყველაფერი ქართული დემოკრატიის დასახმარებლად კეთდება – თორტონი სანქციებზე