„თუ კაცები გადაწყვეტენ ერთმანეთთან ბრძოლას, დაე, იბრძოლონ. დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს. ეს ორივე მხარეს ეხება“, – პუტინი ამ მოწოდებით ჰამასის წინააღმდეგ, ისრაელის ომზე საუბრისას გამოდის. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა “შეაწუხა”:
„საშინელებაა რაც ხდება…ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე, ან ნულამდე დავიყვანოთ ზარალი მშვიდობიან მოსახლეობაში – ქალებში, ბავშვებში, მოხუცებში” – თქვა პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე.