“სისტემა რღვევას იწყებს” – ასე ეხმიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოულოდნელი გადადგომის ფაქტს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “ჩაძირული გემიდან, ბევრი ადამიანი გაიქცევა”:
“ლელოს” წარმომადგენელი “პირველებთან” ამბობს იმასაც, რომ ყოფილი გენპროკურორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი იყო, რომელსაც ბევრი ინფორმაცია და გავლენები აქვს:
ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას შოთაძე იყო კულუარული თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა იყო ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, დაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს”- ამბობს ნაცვლიშვილი.