დაძაბულობის განვითარებას ველოდებით – საერთაშორისო გამჭვირვალობამ მარნეულში დამატებითი დამკვირვებლები გაგზავნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მარნეულში დამატებითი დამკვირვებლები გაგზავნა, რადგან ორგანიზაციის წევრები სიტუაციის დაძაბვას ელოდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავების მუშაობა, რათა ძალადობა აღიკვეთოს.

„დაძაბულობის განვითარებას ველოდებით, ამ დაძაბულობის განმუხტვა ვერ მოხდა,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთვრობო ორგანიზაციებმა ძალადობის ფაქტებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მარნეულში რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

არასამთვრობოების თქმით, გორში ცემის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.

სამართლიანი არჩევნების დირექტორის, მიხეილ ბენიძის, თქმით, ბათუმში ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაფიქსირდა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გადაღების საშუალება არ მისცა.

banner
წინა სტატიაში“გრძელდება ე.წ ,,კარუსელები’’ ბათუმში, რუსთავში, კრწანისის 24, 21, 9, უბნებზე”- ბოკუჩავა დარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ხელისუფლება, რომელიც არღვევს კანონს,საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება”- რურუა კობახიძეს პასუხობს