5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში: ოთხი ქვეყანა ირანიდან ნასროლ რაკეტებსა და დრონებს იგერიებს

სპარსეთის ყურის ქვეყნები რაკეტებისა და დრონების მოგერიებას განაგრძობენ.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ქუვეითმა, საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა ირანიდან განხორციელებული სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შესახებ განაცხადეს, რომლებიც გასულ ღამესა და დღეს დილით განხორციელდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მხრიდან ნასროლი 4 ბალისტიკური რაკეტა და 26 დრონი იქნა მოგერიებული.

საუდის არაბეთი: თავდაცვის უწყების ცნობით, ხუთშაბათს, გრინვიჩის დროით 21:00 საათიდან, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონსა და ალ-ჯაუფის პროვინციაში ჯამში 26 დრონი გაანადგურეს.

ქუვეითი: ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს დილით დაადასტურეს, რომ აფეთქებების ხმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობით იყო გამოწვეული.

ბაჰრეინი: ოფიციალური პირების განცხადებით, „ირანული აგრესიის“ შედეგად ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა ერთ-ერთი კომპანიის საწყობში ხანძარი გამოიწვია, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშისირია კონფლიქტში ჩართვას ერიდება: აჰმად ალ-შარას პირველი განცხადება ისრაელის იერიშის შემდეგ
შემდეგი სტატია“და ამ წამს თითქოს, მთელი საქართველო გაჩუმდა!” – პატრიარქს სოხუმიდან მიწა ჩამოუტანეს