დაძაბული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში – ერთმანეთს ბჟანია და “ოპოზიციის” წევრები დაუპირისპირდნენ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში დაძაბული ვითარებაა. კულტურის სახლში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის “პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა, დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ასლან ბჟანიას დაცვისა და ე.წ. ოპოზიციის წევრებს შორის მომხდარი ინციდენტი იყო. ე.წ. ხელისუფლების ოპონენტები უკმაყოფილებას იმის გამო გამოხატავდნენ, რომ მათ შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ასლან ბჟანიამ შეხვედრა შეწყვიტა, შენობაში დაწყებული ჩხუბი კი ქუჩაში გაგრძელდა.

ადგილობრივების განცხადებით, “პრეზიდენტის” უკმაყოფილება რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ბჟანია მოსკოვისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის 185 ჰექტრის უსასყიდლოდ გადაცემას დათანხმდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინს დრო ეწურება და უკრაინის მიმართ გეგმებს ცვლის – უკრაინელი გენერალი
შემდეგი სტატიაროგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ, ახლა ნებისმიერი უთანხმოება მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება – დეგნანი