დადიანის ქუჩაზე ბანკის ყაჩაღობის ფაქტი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნენ.

უწყებიოს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი.ნ., 1971 წელს დაბადებული კ.გ, 1988 წელს დაბადებული ი.ტ. და 1984 წელს დაბადებული მ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა წინასწარ შეიმუშავეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გეგმა. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ი.ნ.-მ, ამავე ბანკის ინკასაციის თანამშრომელის, კ.გ-ს დახმარებით, პისტოლეტის ფორმის სანთებელას მუქარით, ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ყაჩაღობის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ ი.ტ. და მ.გ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დაააკავეს.

პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი- პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში
შემდეგი სტატიარომის პაპი: საქართველოს ჰიმნი მართლაც ამაყად გვეუბნება, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა